მოგესალმები სტუმარი | RSS

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
Forum » Test section » საერთო ფორუმი » საიდუმლო რომელიც სავარაუდოთ იმალება საქართველოში (საიდუმლო რომელიც სავარაუდოთ იმალება საქართველოში (მასონების)
საიდუმლო რომელიც სავარაუდოთ იმალება საქართველოში
jangoთარიღი: კვირა, 2009-10-25, 0:45 AM | შეტყობინება # 1
admini
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 3
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
$IMAGE1$

XII საუკუნის დასაწყისში, ჯვაროსნებმა ხელთ იგდეს ფასდაუდებელი საიდუმლო ცოდნის ნაწილი. ამის გამო მათ მიერ 1118 წელს იერუსალიმში დაარსდა ტემპლერთა საძმოს (ფრანგ. templiers, temple – ტაძარი) საიდუმლო ორდენი. შეუპოვარი ძებნის შედეგად, მათ შეიტყვეს, რომ დარჩენილი საიდუმლო ცოდნის ნაწილს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ბერები ინახავდნენ, რომლებმაც მოახერხეს მისი გატანა უცნობი მიმართულებით.

ტემპლერთა რიგებში ხდება განხეთქილება. რამოდენიმე გავლენიანი რაინდი, მონფოკონსკის მეთაურებით ცდილობს ხელთ იგდოს საიდუმლო. საპასუხოდ ისინი გაირიცხნენ ორდენიდან, ხოლო მეთაური სამუდამოდ დაატუსაღეს. ტემპლერებში იქმნება რჩეულთა საძმო – როზენკრეიზერები ( Rosenkreuzer, rosicrucians) რომლებმაც განსაკუთრებული მისიის შესრულება იტვირთეს. მათ დაუყონებლივ გამართეს მოლაპარაკება მეფე დავით IV აღმაშენებელთან – რადგან ჯვრის მონასტერი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნოდა.

1121 წლის ივლისში როზენკრეიზერები საქართველოში ჩადიან, მათ შორისააა იერუსალიმის მეფე ბოლდუინ II-ც; საერთო ჯამში 75 რაინდი. ისინი მართავენს საიდუმლო მოლაპარაკებებს დავით IV-სთან. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ მოხდებოდა საიდუმლო ცოდნის გაერთიანება, რაც მსოფლიოს (წყაროებში მითითებულია – სამყაროს) დაპყრობის საფუძველს წარმოადგენდა. დავით IV დაპირდა გადამალული საიდუმლოების ნაწილის მოპოვებას. ერთგულების დასამოწმებლად, 1121 წლის 12 აგვისტოს, თურქთა წინააღმდეგ, დიდგორთან ქართველთა გვერდით რაინდებმაც იბრძოლეს. თუმცა ეს უფრო თვალის ახვევის მიზნითაც გაკეთდა, რომ მათი ვიზიტის ჭეშმარიტი მიზეზი, ორდენიდან გარიცხულ რაინდებს არ შეეტყოთ. 75 რაინდს მნიშვნელოვანი როლი არ უთამაშიათ თავად დიდგორის ბრძოლაში.

დავით IVს გაუჭირდა დაპირების შესრულება, რადგან რამოდენიმე ბერი გაუდგა ყველას და ყველაფერს და გაუჩინარდნენ.

მიუხედავად ყველაფრისა, მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილი ხდება როზენკრეიზერებისა და ქართველების გარიგების ამბავი. დროთა განმავლობაში ისინი მოძლიერდნენ და საქმეში ფრანგი მეფე ფილიპი ჩართეს. მეფის ერთგული ჯარი, პარასკევს გამთენიისას შეიჭრა ორდენის პარიჟის რეზიდენციაში და სხვებთან ერთად დაატუსაღა დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლი. შვიდი წლის განმავლობაში აწამებდნენ რაინდებს, რომ შეეტყოთ სად ინახებოდა საიდუმლოების მათი ნაწილი. რაინდებს დასწამეს უამრავი მოგონილი ბრალდებულობა, რის გამოც არქიეპისკოპოსი (ნარბონსკი) და სხვა სასულიერო პირები პროტესტის ნიშნად მეფეს განუდგნენ. მეფე არქიეპისკოპოსის ადგილას ნიშნავს გამცემ რაინდთა უფროს – გიიომა დე ნოგარეს.

სულ მალე წმინდა ანტონის მონასტერის მახლობლად ცოცხლად დაწვეს საქართველოში ნამყოფი 54 რაინდი;

რეიმსში, რუანში, კარკასონში და მთლიანად საფრანგეთში, ასევე ცოცხლად დაწვეს სხვა მეორეხარისხოვანი რაინდები, მაგრამ არავის სიტყვა არ დაუძრავს გადამალული საიდუმლოების შესახებ. გამცემმა რაინდებმა საქმეში ჩართეს ვატიკანიც. პაპა კლიმენტ V მთლიანად გაამართლა მეფე ფილიკეს მოქმედებანი. ვენის XV მსოფლიო ტაძრის სხდომაზე გადაწყდა საერთად განადგურებულიყო ტამპლერების ორდენი. დადგენილებას 140 კარდინალიდან 4მა დაუჭირა მხარი. ფილიპე და მისი რაინდები დაუყონებლივ შეიჭრნენ სხდომაზე და კარდინალების მუქარით, პაპს ერთპიროვნულად მიაღებინეს გადაწყვეტილება. ამ დღიდან ვატიკანიც – როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი – დაინტერესებულია საიდუმლოების ხელში ჩაგდებით.

ხანგრძლივი უშედეგო, ენით აუწერელი წამების შემდეგ, დასაწვავად მოედანზე მიიყვანეს დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლიც. ბრალდებები მოგონილი და სრული სიყალბეა – ყვიროდა იგი – თქვენ ვერასდროს ჩაიგდებთ ხელში ღვთის საიდუმლოებას! ჩვებ ვიცავთ მას, ქრისტეს რაინდები!

დიდი მაგისტრი და მისი თანაშემწე დაწვეს ზუსტად სამეფო სასახლის პირდაპირ, პარიზში – ებრაულ კუნძულზე ფილიპე ფანჯიდან ტკბებოდა სანახაობით. სულ ბოლო მომენტში, როდესაც ცეცხლი მოხუცი მადისტრის სხეულს მოედო მან სასახლისაკენ გაიხედა და დაიყვირა: – პაპა კლიმენტ! მეფე ფილიპ! გიიომ დე ნოგარე! წელიც არ გაივლის და გიხმობთ ღვთის სამსჯავროზე! წყეულიმც იყავით თქვენი მოდგმით!

ერთ თვეში, გამცემი პაპა გარდაიცვალა დიზენტერიის მოულოდნელი შეტევით – კლიმენტ V სული განუტევა სისხლის გამონადენებში. კიდევ ერთ თვეში გაუგებერ ვითარებაში გარდაიცვალა ნოგარე. წლის დასასრულს კი მოულოდნელად მეფე ფილიპიც მოკვდა, მიუხედავად იმისა რომ არასდროს უჩიოდა ჯამრთველობას. რამოდენიმე წელიწადში დარდაიცვალა მეფის ყველა მემკვიდრე: სამი ვაჟი და შვილიშვილი.

პარალელურად გამცემმა რაინდებმა შესძლეს ჩინგისხანთან დაკავშირება, რომელიც სამყაროს დაპყრობის სურვილით შეპყრობილი საქართველოს დაუძინებელი მტერი გახდა. მისი ტრადიციები გააგრძელა თემურლენგმა. მონგოლ-თათართა შემოსევას შეეწირა ასობით ათასობით ქართველი და აურაცხელი ეკლესიის მსახური, განსაკუთრებით კი – ბერები. მაგრამ მათ ვერ შეძლეს საიდუმლოების მეორე ნაწილის ხელში ჩაგდება

ევროპაში გადარჩენილმა რაინდებმა, მკაცრი საიდუმლოების ქვეშ დაარსეს ვარდისა და ხმლის საძმო (Order of the Rosy Cross) მისი ძირითადი მიზანი ტემპლერ რაინდთა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაა. დროთა განმავლობაში მათ მიერ არსდება რამოდენიმე საიდუმლო ორგანიზაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მალტიის ორდენი და გერმანიაში აღმოცენებული ილუმინატები, მათ შორის კი SKULL AND BONES (თავის ქალა და ძვლები)…

.. რომელიც შემდგომში შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიან საიდუმლო საზოგადოებად იქცა.

XX საუკუნეში, საზოგადოების რაინდმა ადოლფ შიკლგრუბერმა განიძრახა საიდუმლოების საკუთარ ხელში ჩაგდება. შემდგომში ის იქნა გარიცხული რაინდთა რიგებიდან, მაგრამ სიმბოლოებით მაიც ბოლომდე სარგებლობდა.

ჰიტლერმა შესძლო გადამალული საიდუმლოების ერთი ნაწილის ხელში ჩაგდება და სასწრაფოდ მიაშურა დანარჩენს. სტრატეგიულად მას არ აწყობდა ს.ს.რ.კ.-სთან ომის დაწყება, მაგრამ საქართველოში გადამალული ნაწილის ხელში ჩასაგდებად სხვა გზა არ ქონდა.

ეს ძალიან კარგად უწყიდა იოსებ ჯუღაშვილს. სასულიერო სემინარიაში სწავლისას მან შეიტყო არსელი საიდუმლოების შესახებ, რომელსაც ქართველი ბერები იცავდნენ. მან გადაწყვიტა დაპატრონებოდა მათ და ამისათვის სხვა ცხოვრების გზა აირჩია. შემდგომში გადასახლებაში ყოფნისას ის დიდ დროს უთმობდა შესაბამისი მასალების გაცნობას, რამაც უდავოდ განაპირობა მისი გენიალობა. სტალინმა შეძლო საქართველოში არსებული საიდუმლოების მცირე ნაწილის ხელში ჩაგდება, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. ის ყველა ხერხს ხმარობდა; მაგალითად, აღუდგინა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია, მაგრამ სანაცვლოდ მაინც ვერ მიიღო დარჩენილი ნაწილი. სიკვდილის წინ, პირველ რიგში მან ბერებს უხმო და მის ხელთ არსებული ნაწილი უკან დაუბრუნა.

ჰიტლერმა საწადელს ვერ მიაღწია და ომის შემდეგ, მისი საიდუმლოების ნაწილი ამერიკაში აღმოჩნდა SKULL AND BONES-ს ხელში.

ვარდისა და ჯვრის საძმოს მიზანი ნახევრად ასრულდა. საჭირო იყო მხოლოდ პირობების შექმნა, რომ საქართველოს თავი დაეღწია ს.ს.რ.კ-დან, რაც შესაძლებლობას მისცემდათ თავისუფლად ეძებნათ დარჩენილი ნაწილი. ამისათვის კი უნდა დაშლილიყო კომუნისტთა სახელმწიფო.

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. მალტიის ორდენის დიდმა მაგისტრმა ანდრე ბერტიმ შესძლო საქმის ბოლომდე მიყვანა. მისი ორდენის ორმა რაინდმა: მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა, საზეიმო ვითარებაში, კუნძულ მალტაზე, გემზე შეხვედრისას, უცხო თვალისაგან დაშორებით, შესაბამის რიტუალის დაცვით ხელი მოაწერეს ს.ს.რ.კ.- ს დაშლას.

საძმო თამაშში რთავს ედუარდ შევარდნაძეს, მაგრამ მალე ხვდება, რომ მისი დახმარებით საწადელს ვერ მიაღწევს – თუმცა ის შეეცადა და მაგალითად სასულიერო პირებს მათი რელიგიის პრიორიტეტის აღიარებასაც შეპირდა – რაც შეასრულა კიდეც. მაგრამ უშედეგოდ. არავის უწყიდა სად გადამალეს ბერებმა საიდუმლო. საძმოს არჩევანი შეჩერდა ახალგაზრდა სტუდენტზე, რომელიც საფრანგეთის ადამიანთა დაცვის ინსტიტუტში სწავლობდა, ხოლო სტრასბურგი სწორედ მათი ქალაქია. ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილის ფიგურა დადებითად შეფასდა და მასთან გაწეული სპეციალური სამუშაოს შემდეგ (ა.შ.შ.-ში), საძმოს რაინდებს დაევალათ მისთვის ხელის შეწყობა. სააკაშვილის მეუღლედ შეირჩა ვარდისა და ჯვრის საძმოს დამსახურებული მაგისტრის შვილიშვილი – სანდრა. კალიფორნიის ფონდი Templar House Ltd ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებს. რაინდმა შევარდნაძემ დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა და მისიის შესრულების შემდეგ სცენიდან გავიდა.

საძმო პარალელურად ირჩევს კიდევ სხვა რაინდს. ესაა ცნობილი ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენელი და წარმატებული რაინდი ჯორჯ ბუში (უმცროსი)

წარმატებით აღფრთოვანებული საძმო, აღარ ელოდება საქართველოში გადამალულ საიდუმლოების ნაწილს და ბუშს მსოფლიო ომის გაჩაღების თანხმობას აძლევს – იმედით რომ ცოტა ხანში მთელი საიდუმლოება მათ ხელში იქნება.

ხელისუფლებაში მოყვანის შემდეგ, სააკაშვილი ფიცს დებს, რომ მოკლე ხანში შესძლებს გადამალული საიდუმლოების დარჩენილი ნაწილის ხელში ჩაგდებას. გარდა ამისა ის საქართველოს სიმბოლოდ (დროშა – ჯვრები) იღებს ტემპლერთა საძმოს დროშას. ხოლო რევოლუციას კი არქმევს სახელს (ვარდები – ვარდისა და ჯვრის საძმო) ყველაფერი ამისათვის ის ჯილდოვდება მალტიის ორდენით და ხდება საძმოს რაინდი.\
II
სიმბოლო უკავშირდება პლანეტა ვენერას – იგივე აღმოსავლეთის ვარსკვლავი.
ვარსკვლავის კუთხეებში მოთავსებული ხუთი სიმბოლო აღნიშნავს 5 ბიბლიურ ქალ-გმირს:

ადატი-რუტი-ესტერი-მარტა-ელეკტა

და 5 შესაბამის ქალურ ღირსებას:

ერთგულება-სულის სიმტკიცე-ლოიალურობა-რწმენა-სიყვარული

ხანდახან სიმბოლოს ამშვენებს წარწერა “F.A.T.A.L.” რომელიც იშიფრება როგორც “Fairest Among Thousands, Altogether Lovely.”

თავისუფალ მასონთა ყველაზე ცნობილ სიმბოლოს, გადაჯვარედინებული ცირკულარი (ფარგალი) და ,,უგოლნიკი” წარმოადგენენ სამყაროს შემოქმედის (ღმერთის) ინსტრუმენტებს და ამავე დროს მიანიშნებენ ადამიანის შესაძლებლობაზე, უნარზე, აღიქვას შექმნის საიდუმლოება.

ამავე დროს როგორც გაზომვადი ინსტრუმენტები ისინი წარმოადგენენ ღვტის კანონს, правосудие – закон божий.
ეს ორი სიმბოლო ერთობლიობაში ქმნის ჰეკსაგრამას, რაც ნიშნავს ცისა და მიწის ერთობლიობას და ახლოს დგას სოლომონისა და სატურნის სიმბოლოებთან.

ორთავა არწივი, იგივე ბიზანტიური და რუსული არწივი.

ეს სიმბოლო არის 36 (უმაღლესი) შოტლანდიის თავისუფალ მასონთა სიმბოლო.

ორთავიანი არწივი გამოხატავს მისტიურ პროცეს ახალი წევრის ინიციაციისა – იგივე დასრულებულ ალქიმიურ პროცეს.

დაფარულ ალქიმიურ დოქტრინაში, რომელზეც აღმოცენებულია მასონთა უმეტესი სიმბოლო, არწივი არის მორიელის სიმბოლო,
ტრანსფორმაციის ემბლემა – ნელი, მცოცავი არსება (მორიელი) იქცევა არწივად, ჰაეროვან არსებად.

ალქიმიაში არწივი წარმოადგენდა განწმენდილი გოგირდის სიმბოლოს – ანუ იგივე განწმენდილი, განვითარებული სულის სიმბოლო.
არწივის ორი თავი ნიშნავდა მატერიისა და სულის ერთობას.

ხმალი, რომელზეც წამოსკუპებულია არწივი – უმაღლესი არსის დასჟად ინსტრუმენტს, ცეცხლს.
თავზე გვირგვინი – სულიერ მიღწევადობას.

ხშირად მასონურ, ორთავიან არწივს აიგივებენ, შუმერების ცნობილ “ლაგაშის არწივთან.”
ხოლო თავისუფალ მასონებთან გაჩნდა მე18 საუკუნის შუახანებიდან, როდესაც ის მიიღო აღმოსავლეთ და დასავლეთ იმპერატორთა საბჭომ.
მაშინ ეს სიმბოლო ასახავდა გაერთიანებას.

აუმ – მარცვალი სანსკრიტულ ენაზე, რომელიც ინდუიზმში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში წმინდად ითვლება. ინდუიზმის ფილოსოფიის მიხედვით მარცვალი აუმ მთელ სამყაროში გამუდმებით ჟღერს, იგია უპიროვნო ბრაჰმანი, ღმერთის ვიბრაციული ფორმა.
ღვთაებებისადმი მიმართული მანტრები (ლოცვები) ყოველთვის ამ მარცვლით იწყება. აუმ-ის გრაფიკული გამოხატულება სვასტიკასთან ერთად ძლიერ გავრცელებულია განსაკუთრებით ინდუისტურ საკულტო ადგილებში. იგი ინდუიზმის ისეთივე სიმბოლოა, როგორც ქრისტიანული ჯვარი და ისლამური ნახევარმთვარე.

III
ძველი წელთაღრიცხვის 990 წელიან წლებში (თუ არ ვცდები), როცა სოლომონის ტაძარი შენდებოდა მაშინ იქ მომუშავე მუშებმა გადაწყვიტეს რომ შეექმნათ რაგაც გაწევრიანებასავით (არ ვიცი რა დავარქვა) რათა მესიისთვის გზა განემზადებინათ. ჭეშმარიტი მესია მათ არ მიიღეს, რადგან ისისნი ელოდნენ რომ მესია მათ ფერხთით მოუფენდა ამა ქვეყნის ავლა დიდებას; მაგრამ უფალმა მათ თავმდაბლობა და ჭეშმარიტება უქადაგა, რაც მათ უარყვეს.
ისისნი ამჟამად ელიან მესიას რომელიც მათ ძალაუფლებას მოუტანს და რომელი იქნება ანტიქრისტე. ამერიკაში 25 მიმილიონი ადამიანიაო მასონი, იქ ვერაფერს დიდს ვერ მიაღწევ ალბათ თუ მასონი არ ხარ.
მათთან გაწევრიანების დროს ასეთი ფრაზა იყო წინა საუკუნეებში:”მე თუ გავცემ თქვენს საიდუმლოებას, მაშინ გამომჭერით ყელი, ამომაჭერით ენა და ნილოსის ფსკერზე დამარხეთ”.
ერთ-ერთმა წევრმა ერთხელ გადაწყვიტა გამოსვლა მასონობიდან და ყველაფრის მოყოლა და იგი ზუსტად ასე მოკლეს.
ამერიკაში (სხვაგანაც ალბათ) უბნები და კორპუსები ისე შენდება რომ, ზევიდან რო დახედო_ მასონურ(წყეულისეულ) ნიშნებს მიიღებ.
ჩემი თვალით მაქ ნანახი გადაცემა მასონებზე სადაც ნაჩვენები იყო თუ მასონები როგორ აკურთხებდნენ შენობის საძირკველს:ზეთით, ღვინით და ხორბლით(ხორბალს ცემენტის მოსარევი ქაფჩით იღებდნენ).
1738 წელს რომის პაპმა კლიმენტ XII _ემ გამოაცხადა რომ: ვინც კი მასონთა ლოჟაში გაწევრიანდებოდა ის ავტომატურად განიკვეთებოდა კათოლიციზმიდან. ეს კანონიკური კოდექსის წესებში შევიდა 1917 წელს. 1983 წელს გამოვიდა ახალი კოდექსი სადაც მასონური ორგანიზაციები ნახსენები არ იყო, რამაც შთაბეჭდილება დატოვა თითქოს კათოლიკურმა ეკლესიამ შეასუსტა თავის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. თუმცა იმავე წელს (1983) რწმენის დოქტრინის დოკუმენთში (ზუსტად კი Congregatio pro Doctrina Fidei_Конгрегация Доктрины Веры) გამუშვეს განცხადება სადაც ნათქვამი იყო რომ კათოლიკეებისთვის ძველებურად მიუღებელი იკო მასონთა_ლოჟის წევრობა.
გახსოვდეთ რომ რაც მათ შესახებ ვიცით ეს ყველაფერი მათი ნებართვით ხდება.

shock shutup

P.S ეს თემა დიდი გამოხმაურების და ყურადღების ღირსია yes yes yes


jango
 
Forum » Test section » საერთო ფორუმი » საიდუმლო რომელიც სავარაუდოთ იმალება საქართველოში (საიდუმლო რომელიც სავარაუდოთ იმალება საქართველოში (მასონების)
გვერდი 1 დან1
ძებნა:

  This site is powered by jango   მთავარი   რეგისტრაცია   შესვლა  
Rate my site
სულ პასუხი: 42



Copyright MyCorp © 2017 საიტს მართავს სისტემა uCoz